საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია − ბასკური ენისა და ლიტერატურის აქტუალური პრობლემები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკად. შოთა ძიძიგურის სახელობის ბასკოლოგიის ცენტრი 2025 წლის 5 ივნისს გამართავს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას − ბასკური ენისა და ლიტერატურის აქტუალური პრობლემები.

 

კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • ლიტერატურათმცოდნეობა
  • ენათმეცნიერება
  • თარგმანი და თარგმანმცოდნეობა
  • ისტორია
  • ხელოვნებათმცოდნეობა, კულტუროლოგია

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა 2025 წლის 18 მაისამდე ხელმძღვანელის რეკომენდაცია და თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: irina.nozadze@tsu.ge

 

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი.

მსჯელობა – 5 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

საკონტაქტო პირი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკად. შოთა ძიძიგურის სახელობის ბასკოლოგიის ცენტრის უფროსი სპეციალისტი, დოქტორანტი ირინა ნოზაძე

ელ. ფოსტა: irina.nozadze@tsu.ge

თეზისების გაფორმების წესი იხ. დანართში.

თარიღი: 05/05/2025